saqarTvelos qedebi - leCxumis qedi
კოორდინატები | 42°47`51` ჩ. გ. 43°05`11` ა. გ. |
უმაღლესი წერტილი | სამერცხლე |
სიმაღლე | 3584 მ |
ქედი ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებში, რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის სამხრეთი განშტოება. წარმოადგენს ცხენისწყლისა და რიონის წყალგამყოფს. იწყება კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე ფასის მთასთან და მთავრდება დაბა ლენტეხთან. სიგრძე დაახლ. 60 კმ. ჩრდილოეთი კალთა ვიწროა და ციცაბო, სამხრეთი - განიერი, დატოტვილი. უმაღლესი ნაწილია ჭუთხაროს მასივი (მწვერვალი სამერცხლე, 3584 მ).
ქედი აგებულია ქვედაიურული ფიქლებითა და ქვიშაქვებით, შუაიურული პორფირიტული წყებით, უკიდურესი სამხრეთი მონაკვეთი - ცარცული კირქვებით. გაბატონებულია რელიეფის ეროზიული, სტრუქტურული და მყინვარული ფორმები. კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია მარადმწვანე ქვეტყიანი ფართოფოთლოვანი ტყით (მუხა, რცხილა, წიფელი). ზედა - მუქწიწვიანით (ნაძვი, სოჭი). თხემზე სუბალპური და ალპური მდელოებია.